Error message

  • Warning: Illegal string offset 'field' in DatabaseCondition->__clone() (line 1895 of /home/pil2013/public_html/includes/database/query.inc).
  • Warning: Illegal string offset 'field' in DatabaseCondition->__clone() (line 1895 of /home/pil2013/public_html/includes/database/query.inc).

Blogs

პროექტის წარდგენა

1-ლი ეტაპი - განხორციელებული პროექტის რეგისტრაცია

კონკურსში მონაწილეს მოეთხოვება შემდეგი აუცილებელი ნაბიჯების განხორციელება ამ თანმიმდევრობით:

  1. მოამზადეთ პროექტი შესაბამის ფორმაში. ფორმის ჩამოსატვირთად, გადადით ბმულზე პროექტის ფორმა, შემდეგ დააწკაპეთ File, მერე Save As და ბოლოს Download. თუ ქართული ინტერფეისია, შესაბამისად: ფაილი -> შენახვა როგორც -> ჩამოტვირთვა.
  2. ატვირთეთ საკონკურსო პროექტი (იხ. ატვირთვის და რედაქტირების ინსტრუქცია - Add Learning Activty)
  3. დაელოდეთ მოდერატორის დადასტურებას, რომ თქვენი პროექტი გამოქვეყნდა; 24 საათის განმავლობაში მოგივათ შეტყობინება  www.pil-network.com-ზე თქვენს პროფილში: View Profile -> Notifications;
  4. ჩასვით პროექტის ბმული სარეგისტრაციო ფორმაში (იხ. სარეგისტრაციო ფორმა);

   ატვირთვის ბოლო ვადა 2013 წლის 19 მაისს, 24.00 საათი თბილისის დროით.

პირველადი გადარჩევა

მე-2 ეტაპი - გადარჩევა ტექნიკური პარამეტრების მიხედვით

   კონკურსის ამ ეტაპზე სრულდება შემოსული საკონკურსო პროექტების პირველადი გადარჩევა ტექნიკური პარამეტრებით.  

   საკონკურსო პროექტების პირველადი გადარჩევა მოხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად სრულადაა პროექტის და სარეგისტრაციო ფორმები შევსებული.
შერჩეული პროექტების ნუსხა გამოქვეყნდება ამ ვებსაიტზე.

   პირველადი გადარჩევის შედეგად შერჩეული პროექტები გადაეცემა ექსპერტების ჯგუფს შუალედური შეფასებისთვის.

   შენიშვნა: კონკურსის ორგანიზატორები პირველადი გადარჩევის შედეგებს გამოაქვეყნებენ მხოლოდ ვებ გვერდზე. კონკურსანტების ინფორმირება ელფოსტის ან ტელეფონის საშუალებით ამ ეტაპზე არ მოხდება.

ვადები: 20 მაისი - 27 მაისი

შუალედური შეფასება

მე-3 ეტაპი - პირველი შეფასება ექსპერტების მიერ

   კონკურსის მესამე ეტაპზე სრულდება შერჩეული საკონკურსო პროექტების შუალედური შეფასება.
   საკონკურსო პროექტებს შეაფასებენ ექსპერტები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით (იხ. შეფასების კრიტერიუმები).
   შუალედური შეფასების შედეგად შეირჩევა 24 საუკეთესო პროექტი, რომლებსაც ავტორები წარმოადგენენ პრეზენტაციების სახით კონფერენცია-ფორუმზე.
   შერჩეული 24  პროექტის ნუსხა გამოქვეყნდება ამ ვებსაიტზე.
   შენიშვნა: საუკეთესო 24  პროექტის ავტორი მომდევნო ეტაპის შესახებ შეტყობინებას მიიღებს ელფოსტის საშუალებით.

ვადები: 27 მაისი  - 10 ივნისი

კონფერენცია

მე-4 ეტაპი - პრეზენტაციები და საბოლოო ექსპერტული შეფასება

   ფორუმის პირველ ორ განყოფილებაში (19-20 ივნისი) დაგეგმილია ექსპერტების მიერ გამოვლენილი 24 საუკეთესო პროექტის პრეზენტაცია. თითოეული პრეზენტაციის ხანგრძლივობაა მაქსიმუმ ათი წუთი.

   საკონკურსო პროექტების შეფასება მოხდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით (იხ. შეფასების კრიტერიუმები).

   კონფერენციის დროს პროექტის შეფასებას დაემატება მასწავლებლების პრეზენტირების შეფასებაც (იხ. კრიტერიუმები)

ვადები: 19-20 ივნისი

ფორუმი და დაჯილდოვება

მე-5 ეტაპი - გამარჯვებულების გამოცხადება ფორუმის მიმდინარეობისას

   ფორუმის ბოლო დღეს დაგეგმილია საუკეთესო პროექტების გამოცხადება, გამარჯვებული ავტორებისთვის პრიზების და ფინალისტებისთვის სერტიფიკატების გადაცემა შემდეგ ნომინაციებში: I ადგილი, II ადგილი, III ადგილი, ნომინაცია - 1:1 ელექტრონული სწავლება ბუკით (1-3 კლასები), ნომინაცია - ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენება; აგრეთვე, სასკოლო საზოგადოების რჩეულ ნომინაციებში.

თარიღი: 21 ივნისი

სასკოლო საზოგადოების რჩეული

 

   ექსპერტული შეფასების პარალელურად მიმდინარეობს საუკეთესო პროექტების გამოვლენა სასკოლო საზოგადოების მიერ (მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და სხვ.) ხმის მიცემით (“Like”) მასწავლებელთა გლობალურ პორტალზე www.pil-network.com . ყველა პროექტი მონაწილეობს ორივე ტიპის შეფასებაში.

   LIKE ნომინაცის ავტორი თავიდანვე ირჩევს რეგისტრაციისას. ეს ნომინაციებია:

სახელმწიფო ენა - ქართული,

სახელმწიფო ენა - აფხაზური,

მათემატიკა,

უცხოური ენები,

საზოგადოებრივი მეცნიერებები,

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები,

ტექნოლოგიები,

ესთეტიკური აღზრდა,

სპორტი,

სამოქალაქო განათლება,

ეკონომიკა,

ქართული, როგორც მეორე ენა,

მათემატიკური უნარების განვითარება- (1-6 კლასი),

კითხვის უნარების განვითარება - (1-6 კლასი)

ხმის მიცემა წყდება: