პროექტის წარდგენა

განხორციელებული პროექტების რეგისტრაცია

   კონკურსში მონაწილეს მოეთხოვება შემდეგი აუცილებელი ნაბიჯების განხორციელება ამ თანმიმდევრობით:

 

  1. მოამზადეთ პროექტი (იხ. პროექტის ფორმა);
  2. ატვირთეთ საკონკურსო პროექტი (იხ. ატვირთვის ინსტრუქცია - Add Learning Activty)
  3. დაელოდეთ მოდერატორის დადასტურებას, რომ თქვენი პროექტი გამოქვეყნდა; 24 საათის განმავლობაში მოგივათ შეტყობინება ელფოსტით, აგრეთვე, ნახავთ www.pil-network.com-ზე თქვენს პროფილში;
  4. ჩასვით პროექტის ბმული სარეგისტრაციო ფორმაში (იხ. სარეგისტრაციო ფორმა);

 

   საკონკურსო პროექტების ატვირთვა უნდა დასრულდებს 2013 წლის 19 მაისს, 24.00 საათზე თბილისის დროით.

   წარმოდგენილ პროექტს შეიძლება ჰყავდეს ერთი ავტორი. შესაძლებელია ერთი ან მეტი თანაავტორის ჩართვა. პროექტის გამარჯვების შემთხვევაში, ავტორს გადაეცემა პრიზი, მომუშავე ჯგუფის ყველა წევრს კი სერტიფიკატები.

   კონკურსის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ,  რომ სარეგისტრაციო და პროექტის ფორმა სრულად უნდა იყოს შევსებული. პირველ ეტაპზე სწორედ ამ პარამეტრების მიხედვით მოხდება გადარჩევა. არასრული სარეგისტრაციო ფორმა და პროექტი არ გადაეცემა ექსპერტთა ჯგუფს შემდგომი შეფასებისთვის.

   პროექტის მიღება ხდება მხოლოდ შესაბამისი ონლაინ რეგისტრაციის ფორმის (იხ. სარეგისტრაციო ფორმა) შევსების საფუძველზე.

  • დაგვიანებით გამოგზავნილი პროექტები არ განიხილება.
  • პროექტის დანართები და დამატებითი მასალები (მათ შორის გაკვეთილის გეგმაც)  არ უნდა გამოიგზავნოს ცაკლე, არამედ უნდა ჩაისვას ფაილის და/ან ბმულის სახით პროექტის ფორმაში (იხ. პროექტის ფორმა, მე-7 სლაიდი).