საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში

 

საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში - 2013
 

  • ზოგადი ინფორმაცია

 
მასწავლებელთა კონკურსი საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2013 (Microsoft Partners in Learning Georgian Forum 2013) უკვე მეოთხეჯერ ტარდება საქართველოში. კონკურსის მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა.
 
კონკურსის ამოცანებია მასწავლებლების მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მასწავლებლებს შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა, სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გამოვლენა-გაზიარება.
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ მასწავლებელს.
 
კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს მასწავლებლის მიერ (ინდივიდუალურად ან თანაავტორებთან ერთად) სკოლაში განხორციელებული პროექტის პრეზენტირებას ეროვნული სასწავლო გეგმის, მოცემული პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
 

  • პარტნიორები

·       მაიქროსოფთ საქართველო
·       ინტელი
·       საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი
·       მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ და  „მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ტრენინგების“ პროგრამა)
·       ბრიტანეთის საბჭო საქართველოში
·       USAID - საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი
·       Innovative Systems Management
 

  • ეტაპები და ვადები

 
I ეტაპი - საკონკურსო პროექტების მიღების ბოლო ვადა:  19 მაისი
II ეტაპი - გადარჩევა ტექნიკური პარამეტრების მიხედვით: 27 მაისი
III ეტაპი - ფინალისტების გამოვლენა: 10 ივნისი
IV ეტაპი - კონფერენცია-ფორუმი: 18-20 ივნისი
 

  • გამარჯვებულები და პრიზები

 
კონკურსში მონაწილე პროექტების შერჩევა ხდება ორგვარად:
1.     ექსპერტების მიერ შეფასებით
2.     სასკოლო საზოგადოების მიერ (მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და სხვ.) ხმის მიცემით, რაც გულისხმობს საუკეთესო პროექტის გამოვლენას დაგროვებული მოწონებების (“Like”) შესაბამისად.
 
ექსპერტული შეფასების შედეგად შერჩეული პროექტების ნომინაციები:
·       I ადგილი
·       II ადგილი
·       III ადგილი
·       ნომინაცია - 1:1 ელექტრონული სწავლება (1-3 კლასები)
·       ნომინაცია - ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენება
 
გამარჯვებული პროექტის ავტორს გადაეცემა პრიზი პორტატული კომპიუტერი. I, II, III ადგილები და 1:1 ელექტრონული სწავლება - ულტრაბუქი; ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენება - ნეთბუქი. ნომინაცია “ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენება” დაწესდა კომპანია Innovative Systems Management მიერ.
 
სასკოლო საზოგადოების მიერ ხმის მიცემით (“Like”) გამოვლენილი პროექტების ნომინაციები:
·       სახელმწიფო ენა - ქართული
·       სახელმწიფო ენა - აფხაზური
·       მათემატიკა
·       უცხოური ენები
·       საზოგადოებრივი მეცნიერებები
·       საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
·       ტექნოლოგიები
·       ესთეტიკური აღზრდა
·       სპორტი
·       სამოქალაქო განათლება
·       ეკონომიკა
·       ქართული, როგორც მეორე ენა
·       მათემატიკური უნარების განვითარება- (1-6 კლასი)
·       კითხვის უნარების განვითარება - (1-6 კლასი)
 
გამარჯვებული პროექტების ავტორებს გადაეცემათ სმარტფონები.
ნომინაციები „მათემატიკური და კითხვის უნარების განვითარება“ დაწესდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის მიერ.
 
ყველა ფინალისტსა და გამარჯვებულს გადაეცემა კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
 
პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ კონკურსში,  მოიპოვებენ სქემით გათვალისწინებულ კრედიტებს:
○      განხორციელებული პროექტისთვის
○      კონფერენციაში მონაწილეობისთვის
კრედიტების დაგროვება ხელს შეუწყობს მათ კარიერულ ზრდას.
 

  • საავტორო უფლებები

კონკურსის ფარგლებში გამოქვეყნებულ მასალაზე საავტორო უფლება სრულად ეკუთვნის მასალის ავტორს. დაშვებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით, კონკურსის ფარგლებში გამოქვეყნებული მასალის გამოყენება ილუსტრაციის სახით, გამოცემებში, რადიო და ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო და ვიდეოჩანაწერებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით.