შუალედური შეფასება

პირველი შეფასება ექსპერტების მიერ

ვადები: 27 მაისი - 10 ივნისი
 
კონკურსის მესამე ეტაპზე სრულდება შერჩეული საკონკურსო პროექტების შუალედური შეფასება.

საკონკურსო პროექტებს შეაფასებენ ექსპერტები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით (იხ. შეფასების კრიტერიუმები).

შუალედური შეფასების შედეგად შეირჩევა 24 საუკეთესო პროექტი, რომლებსაც ავტორები წარმოადგენენ პრეზენტაციების სახით კონფერენცია-ფორუმზე.

შერჩეული 24  პროექტის ნუსხა გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე (http://pilforum2013.k12.ge/).
 
შენიშვნა: საუკეთესო 24  პროექტის ავტორი მომდევნო ეტაპის შესახებ შეტყობინებას მიიღებს ელფოსტის საშუალებით.