კონფერენცია

 

პრეზენტაციები და საბოლოო ექსპერტული შეფასება

 

ვადები: 18 - 19 ივნისი

 

ფორუმის პირველ ორ განყოფილებაში (18-19 ივნისი) დაგეგმილია ექსპერტების მიერ გამოვლენილი 24 საუკეთესო პროექტის პრეზენტაცია. თითოეული პრეზენტაციის ხანგრძლივობაა მაქსიმუმ ათი წუთი.

 

ფორუმის განმავლობაში მოეწყობა ფინალისტებისა და სასკოლო საზოგადოების მიერ მოწონებული პროექტების გამოფენა.

 

ფორუმზე ამავე დროს მოხდება 1:1 ელექტრონულ სწავლების ნომინაციაში გამარჯვებული საუკეთესო პროექტის გაკვეთილის მოდელირებული პრეზენტაცია.

 

საკონკურსო პროექტების შეფასება მოხდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით (იხ. შეფასების კრიტერიუმები).

 

20 ივნისს დაგეგმილია საუკეთესო პროექტების გამოცხადება, გამარჯვებული ავტორებისთვის პრიზების და ფინალისტებისთვის სერტიფიკატების გადაცემა.