ფორუმი და დაჯილდოვება

 

ფორუმის ბოლო დღე - დაჯილდოება

 

   ფორუმის ბოლო დღეს, 20 ივნისს დაგეგმილია საუკეთესო პროექტების გამოცხადება, გამარჯვებული ავტორებისთვის პრიზების და ფინალისტებისთვის სერტიფიკატების გადაცემა შემდეგ ნომინაციებში: I ადგილი, II ადგილი, III ადგილი, ნომინაცია - 1:1 ელექტრონული სწავლება ბუკით (1-3 კლასები), ნომინაცია - ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენება; აგრეთვე, სასკოლო საზოგადოების რჩეულ ნომინაციებში.

   ფორუმის განმავლობაში მოეწყობა ფინალისტებისა და სასკოლო საზოგადოების მიერ მოწონებული პროექტების გამოფენა.

   ფორუმზე ამავე დროს მოხდება 1:1 ელექტრონულ სწავლების ნომინაციაში გამარჯვებული საუკეთესო პროექტის გაკვეთილის მოდელირებული პრეზენტაცია.